მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება

საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება

Published on

სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში  ცივი და ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. მთაში თოვლთან ერთად, ძლიერ ქარსაც ელოდებიან, ზღვაზე კი შტორმს ვარაუდობენ.
არ გამოირიცხება, რომ ძლიერმა ნალექებმა ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.
 
 უამინდობის გამო საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვებია. სპეციალური რეჟიმი  მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
ადგილზე მუშაობს გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა სატრანსპორტო გზა.
რაც შეეხება გუდაური-კობის გზის მონაკვეთს – აქ ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...