მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“- დევიდ კრამერი

„საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“- დევიდ კრამერი

Published on

“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ კრამერის შეფასებით, „საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“. როგორც კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, შეშფოთების მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობაა. „ჩემთვის გაუგებარია რისი გაკეთება სურს "ქართულ ოცნებას" ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს, რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი [საკონსტიტუციო] ცვლილებების წინააღმდეგი იყო. "ქართულ ოცნებაში" კი ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი – ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ ცვლილებებით. მე იმ შეშფოთებას ვიზიარებ, რომელიც არა მხოლოდ "ფრიდომ ჰაუსმა", არამედ ბევრმა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოხატა. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს“, – განაცხადა კრამერმა.მისივე აზრით, ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო “ფრიდომ ჰაუსის” მიერ მუხთარლის საქმის ანგარიშში შეყვანა. რაც შეეხება კითხვას, სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა საქართველო, კრამერის თქმით, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა.„2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს. ვფიქრობ, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა. ქვეყანას სჭირდება დაინახოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წამომადგენელი ერთ საკითხზე თანხმდება – რომ საქართველო ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი განცხადების გაკეთება ევროკავშირსა და ნატო-ზე ეთგვარ ზეწოლას მოახდენს, რომ საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და მათ გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში. თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლაა, ნატო-ს და ევროკავშირს უკან დახევის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს ვალდებულებაა, რომ დასავლურ ორგანიზაციებზე ზეწოლა გააგრძელოს. საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთულ პოზიციაშია და ამას ვერავინ შეცვლის. შესაბამისად, ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება რუსეთის ზეწოლისთვის თავის გასართმევად, საზღვრის გადატანის შესაჩერებლად და სხვა“, – განაცხადა კრამერმა.
 
დევიდ კრამერის თქმით, წარმატების მისაღწევად საქართველოს დასავლეთი სჭირდება, ხოლო წარმატებული საქართველო შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის და შეერთებული შტატების ინტერესებში.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...