მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI-ს კვლევით, 73%-სთვის მიუღებელია ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის 1 ლარად გადაცემა

NDI-ს კვლევით, 73%-სთვის მიუღებელია ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის 1 ლარად გადაცემა

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა იცოდა, რომ 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულომ პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის. მათი 73%-სთვის მიუღებელია ეს გადაწყვეტილება, ხოლო 19%-სთვის მისაღები. 6%-მა არ იცის – მიუღებელია თუ მისაღები.
 
გამოკითხულთა 39%-მა არ იცოდა საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ. ცნობისთვის, დასმულ კითხვაში არ იყო დაკონკრეტებული, რომ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...