მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI პოლიტიკური კვლევის ნაწილს დღეს გაასაჯაროებს

NDI პოლიტიკური კვლევის ნაწილს დღეს გაასაჯაროებს

Published on

NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გასაჯაროვდება. შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რამდენიმე საათში დაასახელებს, რომელ პოლიტიკოსს, პარტიას და ინსტიტუტს ენდობა საქართველოს მოსახელობის ძირითადი ნაწილი."დღეს, ჩვენი გამოკითხვის მეორე ნაწილის განხილვისას საქართველოს მოქალაქეების მიერ პარლამენტის მუშაობის შეფასებაზე ვისაუბრებთ. მოსახლეობა გამოვკითხეთ, იციან თუ არა ვინ არიან მათი დეპუტატები, ვესაუბრეთ პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე. ასევე, დავინტერსედით თუ როგორ აფასებენ ზოგადად, პარლამენტის მუშაობას. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებს გამოკითხული მოსახლეობა უპირატესობას და რომელს მისცემდა ხმას, არჩევნები ხვალ რომ იყოს."შეკითხვები კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც დავსვით. განსაკუთრებულად საინტერესო შედეგები გენდერთან დაკავშირებული პრობლემების შეფასებისას მივიღეთ," – აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.  
 
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნომებრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპიურებული რეგიონების გარდა, 2300-მდე ადამიანი გამოიკითხა.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...