მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: 62% მხარს უჭერს გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით თამაშს

NDI: 62% მხარს უჭერს გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით თამაშს

Published on

NDI-ის კვლევის მიხედვით, მათი 62%, ვისაც გურამ კაშიას შესახებ სმენია, მხარს უჭერს გურამ კაშიას მიერ ცისარტყელას ფერების სამკლავურის გაკეთებას ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად.
 
ორგანიზაციის ცნობით, თავის მხრივ, გურამ კაშიას ირგვლიც განვითარებული მოვლენების შესახებ გამოკითხულთა 52%-ს სმენია.
 
76%-ს ფეხბურთელის ეს ქმედება არ მოეწონა, თუმცა თვლის, რომ ფეხბურთელს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. 
 
ინფორმირებულთა 47%-სთვის კი კაშიას ეს ქმედება მიუღებელია. 
 
ამავე კვლევის მიხედვით, კაშიას ქმედების მხარდამჭერთა ასაკი უმეტესად 18-დან 35 წლამდე მერყეობს – ფეხბურთელის მიერ ლგბტ ადამიანებისთვის გამოხატული მხარდაჭერა ამ ასაკობრივი ზღვრის 41%-სთვის არის მისაღები. 
 
ვიტესის კაპიტანს მხარს 36-55 წლის ასაკის ადამიანთა 24%, 56+ ასაკის კი – 28% უჭერს მხარს. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...