მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს კიევის სასამართლომ შესაძლოა უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება ჩამოართვას

მიხეილ სააკაშვილს კიევის სასამართლომ შესაძლოა უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება ჩამოართვას

Published on

კიევის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება უახლოეს დღეებში ჩამოართვას.განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო პროცესები მითვის განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით ტარდება.
 
პროცესების ხელოვნური ფორსირების მიზანი კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში უკრაინაში კანონიერად ყოფნისთვის საჭირო არც ერთი დოკუმენტი აღარ ჰქონდეს.
 
"უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს ჩემი დეპორტაციის მიზნით. მე მქონდა 30 დღე იმისთვის, რომ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. თუმცა, სასამართლოს თავად საემიგრაციო სამსახურმა მიმართა და მის მიერ მოგებული საქმე თავად გაასაჩივრა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩატარდეს, უკვე სამშაბათს კი, მე აღარ მქონდეს არცერთი დოკუმენტი იმისთვის, რომ უკრანაში კანონიერად ვომყოფებოდე," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 
 
"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ პეტრო პოროშენკოს შესახებ მასალის გამოქვეყნებაზეც ისაუბრა და ყურადღება ძალოვანი უწყებების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე გაამახვილა.
 
"ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ექცეოდნენ უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს. პეტრო პოროშენკო თურმე ნაწყენია "რუსთავი 2"-ზე იმის გამო, რომ ტელეკომპანიამ მის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. მაგრამ, როგორ მოექცნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს უკრაინაში? ერთ-ერთი მათგანი სასტიკად სცემეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არცერთ გადამღებ ჯგუფს," – განაცხადა სააკაშვილმა. 

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...