მთავარისიახლეებისაზოგადოებამაუწყებლის შესახებ კანონი - მედიაორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ

მაუწყებლის შესახებ კანონი – მედიაორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ

Published on

მედიაორგანიზაციები მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე საკითხის შესახებ ფართო მსჯელობისკენ მოუწოდებენ.
 
მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და მისი გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს.
 
„ეს კანონპროექტი შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს. შესაბამისად, ეს ვეტო შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შანსი, რომ დაბრუნდეს ეს საკითხი პარლამენტში, განიხილონ და არ იქნას გამოყენებული ძალისხმევა, რომ დაძლიონ ეს ვეტო,“ – განაცხადა „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
 
კერძო მაუწყებლების წარმომადგენლები მაუწყებლის შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში,მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, კანონი საფრთხეს შეუქმნის კერძო ტელეკომპანიების ფინანსურ მდგომარეობას.
 
„შენიშვნები გვაქვს ყველა მხარეს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართვა, პარლამენტის მიერ არ იქნება უგულებელყოფილი და ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ, მათ შორის პრეზიდენტის შენიშვნებს. იმიტომ, რომ რეალურად ეს საკანონმდებლო ცვლილება არაფერს კარგს არ მოუტანს არც სარეკლამო ბაზარს, არც კომერციულ ტელევიზიებს და არც საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ – აცხადებს "TV პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...