ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტის წარმომადგენლები ყაზახეთში პორტების, სატრანსპორტო სექტორისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, „ანაკლია სითიმ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში უდიდესი მშრალი პორტი შედის.რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული ხორგოსის ეკონომიკური ზონა ჩინეთის და ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს. ის მოიაზრება, როგორც მნიშვნელოვანი კვანძი აბრეშუმის გზაზე და სტრატეგიული წერტილი ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დასაკავშირებლად.ხორგოსი უკვე მეორე მსხვილი ეკონომიკური ზონაა, რომელთანაც „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობა დაიწყო – სამხრეთ კორეის ინჩეონთან პარტნიორობის შემდეგ.