მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებს

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებს

Published on

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. კოალიციაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არამხოლოდ სარეკლამო ბაზარს აზარალებს, არამედ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან წინააღმდეგობაშიცაა.
 
"ყველა კერძო მედია იყო ერთ აზრზე, რომ ეს კანონი მათ აზარალებდათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, ისევე როგორც მანამდე მოისმინეს უმრავლესობის წევრებმა. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის წევრების ძალიან საინტერესო ნაწილი არ იზიარებს ამ კანონპროექტს. ეს კანონი გარდა იმისა, რომ მედია-მდგომარეობას აზარალებს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს კომერციული გავლენისგან დამოუკიდებელი. ეს კანონმპროექტი ამას ეწინააღმდეგება და ჩვენი აზრით, ეს წავა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების სახით",- თქვა მედიაკოალიციის კოორდინატორმა ნათია კუპრაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.  დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა.

სიახლეები

დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით,...

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის...

ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება – პაატა ბურჭულაძე

„მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს: "ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,...

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...