მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ კვლავ აქტიურად დააყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ასევე დაისვა პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი. რაც შეეხება საიას მიერ ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგში შეტანილ სარჩელს, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ საია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მას სრული უფლება აქვს ოჯახთან შეთანხმებით იმოქმედოს. ქემოკლიძის თქმით, აფხაზურ მხარეს ჯერჯერობით კანჯი-ოღლის გადმოცემის პოლიტიკური მზაობა არ გააჩნია.ქემოკლიძის განცხადებით, ასევე ისაუბრეს ბორდერიზაციის საკითხზე. როგორც ცნობილი გახდა, სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები და ჩახსნეს და დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაიწიეს.ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს მომავალში რაიმე სახის პროვოკაციას, ქემოკლიძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ  ბორდერიზაციის  საკითხს ქართული მხარე მუდმივად აყენებს შეხვედრებზე, მისი თქმით, ამ საკითხს ორიუარყოფითი მხარე აქვს- ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით და პრობლემას უქნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.გალის შერეული შეხვედრა 27 თებერვალს ჩაინიშნა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....