მთავარისიახლეებიკონფლიქტებიე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

Published on

ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლების მტკიცებით, მას თანასოფლელმა ესროლა.მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში მეორე სართულზე იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუდაევს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.სხვა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.
მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.
  

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...