მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში, უმრავლესობა კი ევროკავშირსა და...

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში, უმრავლესობა კი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს

Published on

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა
 
 NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3% ამბობს, რომ არ იცის, რომელ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას უჭერს მხარს.
 
NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, ამასთან, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე – ნატო-ში.
 
კერძოდ, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი,მისაღებია გამოკითხულთა 72%-ისთვის,  21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის
 
რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
 
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
 
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...