მთავარისიახლეებისაზოგადოებაFreedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

Freedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

Published on

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის – .ქვეყანას  64 ქულა აქვს მინიჭებული ჯამური 100 ქულიდან  (0 ქულა ნიშნავს ყველაზე ნაკლებად თავისუფალს, ხოლო 100 ქულა ყველაზე თავისუფალს). 
 
ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).
 
ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის გამყარებას ექნება ადგილი“. 
 
  „მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიშში“ ასევე საუბარია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე, რომელიც „თბილისში იყო გატაცებული სავარაუდოდ ქართულად მოლაპარაკე პირების მიერ, შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გატაცების თანამონაწილე შეიძლება იყოს“. 
 
 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ,, Freedom house-ს ანგარიშები საქართველოს შესახებ გაუმჯობესების ნაცვლად, რეალურად უარესდება".  დეპუტატის აზრით, ანგარიში მოწმობს  ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ოლიგარქიული მმართველობა ყალიბდება და ტენდენცია, რომელზედაც საუბარი იყო წინამორბედ ანგარიშებშიც, წელსაც არათუ  ნარჩუნდება, არამედ ძლიერდება.
 
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ეს საქმე აღნიშნულია ამ ანგარიშში. ერთობლიობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ანგარიშის შინაარსი დემოკრატიის განვითარების კუთხით რეგრესს აჩვენებს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....