მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა

რუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა

Published on

რუსთავში  ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა.თვითმხილველთა თქმით, მოკლული დაცვის თანამშრომელმა იპოვა.ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე, რომლის თქმით, მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მისთვის უცნობია, რა მოხდა.„ის იყო ჩემი მეგობარი. გავიგე, რომ დაიღუპა და წამოვედი. დილით ერთად ვიყავით. კარგ განწყობაზე იყო. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. არ ვიცი, რა მოხდა. შიგნით შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ“, – განაცხადა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ.ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლულის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 – წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი.2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. 

სიახლეები

“მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე დააჯარიმეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე ოლიგარქის პოლიციამ დააჯარიმა. ნათია გოგსაძეს 2 თებერვალს...

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი...

“თუკი ომის დასრულების მომენტში საქართველოში ისევ ივანიშვილის რეჟიმი იქნება, რუსული ჯარი გახდება მისი არსებობის გარანტორი”

უკრაინაში ზავის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს დავით ბატაშვილი, რომელიც პერიოდულად, ძირფესვიანად მიმოიხილავს...

რა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე – დეტალები

აქ გიამბობთ იმ შოკის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად მიიღო კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ფილარმონიაში,...