მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ შემიძლია დავიჯერო, რომ ისეთი სულელი იყო ФСБ-სთან თანამშრომლობაზე ოფიციალური დოკუმენტი დაეტოვებინა"-...

“არ შემიძლია დავიჯერო, რომ ისეთი სულელი იყო ФСБ-სთან თანამშრომლობაზე ოფიციალური დოკუმენტი დაეტოვებინა”- მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოზე

Published on

მე არ ვარ გრაფოლოგი, რომ ხელწერა შევადარო. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს პრეზიდენტობას ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ძალიან საზიანოდ მივიჩნევ, არ შემიძლია დავიჯერო, რომ ისეთი სულელი იყო ФСБ-სთან თანამშრომლობაზე ოფიციალური დოკუმენტი დაეტოვებინა, – ასეთი განცხადება გააკეთა „ფეისბუქის“ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-ის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.„ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ინტენსიური არაოფიციალური სახის კონტაქტები მტრულად განწყობილი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ 29 დეკემბერს, სატელეფონო საუბარში პუტინთან, პოროშენკომ ითხოვა ჩემს წინააღმდეგ საქმეში თანამშრომლობა. ჩემს პოზიციაზე ვდგავარ, ნაკლებად მჯერა, რომ ამ დოკუმენტს თავად დაწერდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელნაწერები არ იწვის. თუმცა მეორე მხრივ, არც ლეხ ვალენსასა და სხვა, უფრო პატივსაცემ მსოფლიო ლიდერებზე მჯეროდა, ვიდრე პოროშენკოა“, – წერს „ფეისბუქის“ გვერდზე სააკაშვილი.უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ დოკუმენტს „ყალბი“ და „დაბალხარისხიანი ფალსიფიკაცია“ უწოდა.„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ უკრაინის პრეზიდენტის მიერ რუსული სპეცსამსახურების სახელზე დაწერილი წერილი მოიპოვეს, რომელიც 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება. წერილში უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ არ დაიწყებს რუსეთის საწინააღმდეგო საქმიანობას და მოქმედ კანონმდებლობას მკაცრად დაიცავს. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...