მთავარისიახლეებიკულტურათეატრი - დღესასწაული გრანდიოზულ შენობაშიც და ქუჩაში გაშლილ პატარა ხალიჩაზეც

თეატრი – დღესასწაული გრანდიოზულ შენობაშიც და ქუჩაში გაშლილ პატარა ხალიჩაზეც

Published on

დღეს ქართული თეატრის დღეა. „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. 
 
მოეწყობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის – „ვერიკო ანჯაფარიძე“ პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სრულად ასახავს. 
 
თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება – მონო-სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ. 
 
“საქართველოს თეატრალური საზოგადოების” მიერ ამავე დღეს “თეატრის მეგობართა კლუბი” დაფუძნდება, რომლის მიზანიც თეატრის განვითარების ხელშეწყობაა. 
 
სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდება და გაიცემა ასევე, ორი ჯილდო – დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.
 
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე შემდეგი პრემიებიც გაიცემა – პეტრე ოცხელის სახელობის პრემია, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია და აკაკი ხორავას სახელობის პრემია.
 
რაც შეეხება ზუგდიდის შალვა დადიანის  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს, იგი ამ დღესასწაულსთავისი შენობის გარეთ,  თავის ეს მოკრძალებულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზს შეფარებული ხვდება.
თუმცა მთელი ძალით ცდილობს  თავისი დროებითი უბინაობით გამოწვეული  სიცარიელე შეუვსოს თავის მაყურებელს –   17,24 და 31 იანვარს 14.00 სთ-ზე პატარა მაყურებლისთვის  წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "პატარა მურიას საახალწლო თავგადასავალი".   ,,ოდიში ნიუსი'' ულოცავს დასს პროფესიულ დღესასწაულს და შეახსენებს მიხეილ თუმანიშვილის სიტყვებს, რომლის შეხსენებას ის არც საჭიროებს: ,, მე, თუ გაჭირდა, ერთ პატარა  ხალიჩას გავშლი ქუჩაში და იქ გავმართავ სპექტაკლს'' , თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთეს პერსპექტივას –  შინ, თეატრის კედლებში მალე დაბრუნებას და შემოქმედებით წინსვლას   უსურვებს მას.
 
შეგახსენებთ, ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა". ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

სიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან ისმენს მედიაში არსებული...

“თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ ცნობებს არ გვაწვდიან” -საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ორგანიზაციამ აქციების დროს დაკავებული და 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ...

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...