მთავარისიახლეებიპოლიტიკასაიას თავმჯდომარე მთავრობას პანკისის ხეობაში ჩასვლას და ადგილობრივების პრობლემების მოსმენას ურჩევს

საიას თავმჯდომარე მთავრობას პანკისის ხეობაში ჩასვლას და ადგილობრივების პრობლემების მოსმენას ურჩევს

Published on

სოფელ დუისში საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. როგორც სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს როგორც ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციები, ისე სხვა არსებული პრობლემები. "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პანკისის მოსახლეობას ვესაუბროთ იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყანაში არსებობს, რადგან ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთად უნდა ვიზრუნოთ გამოსავალზე, რადგან შემდგომში ამ ტიპის პროცესებს სირთულეები არ მოჰყვეს. მე მოხარული ვიქნები, თუ ხელისუფლება ამ ადამიანებთან ისაუბრებს პირდაპირ და მათგან მოისმენს ინფორმაციას და შეხედულებებს. ვფიქრობ, საჭიროა ხელისუფლებამ გასცეს სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხები, ეს იქნება მედიის მხრიდან თუ აქ ადგილზე, მოსახლეობისგან. ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემების და პოზიციის შესახებ. ვფიქრობ, საჭიროა ისეთი სახის ურთიერთობები, რაც გაზრდის ნდობას. ამ ეტაპზე საჭიროა, რაც შეიძლება მოკლე დროში ობიექტურად იყოს გამოძიებული სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე. ხალხმა და ამ ხეობამ მოკლე დროში უნდა იცოდეს სიმართლე“, – განუცხადა ჟურნალისტებს სულხან სალაძემ.
 

სიახლეები

“მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე დააჯარიმეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე ოლიგარქის პოლიციამ დააჯარიმა. ნათია გოგსაძეს 2 თებერვალს...

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი...

“თუკი ომის დასრულების მომენტში საქართველოში ისევ ივანიშვილის რეჟიმი იქნება, რუსული ჯარი გახდება მისი არსებობის გარანტორი”

უკრაინაში ზავის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს დავით ბატაშვილი, რომელიც პერიოდულად, ძირფესვიანად მიმოიხილავს...

რა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე – დეტალები

აქ გიამბობთ იმ შოკის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად მიიღო კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ფილარმონიაში,...