მთავარისიახლეებისაზოგადოებანისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა

Published on

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა.აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, თავდაპირველად გადამისამართდა ხუთი რეისი, თუმცა, მოგვიანებით, სოჭიდან თბილისისკენ მომავალმა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომა შეძლო.გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.როგორც ცნობილია, ორი რეისი – მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...