მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის ყველაზე დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი

მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ ნიუსუანისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მიულოცა უკრაინელებს ახალი წელი და ღიმილით აღნიშნა, რომ ,,ჩვენთან საქართველოში ახალ წელს 14 იანვრის ჩათვლით ზეიმობენ. ამიტომ არ მოყვარდა ბავშვობაში 15 იანვარი, როცა ეს დღესასწაული სრულდებოდა'' .
 
კითხვაზე, რომელი დღესასწაულები უყვარს ყველაზე მეტად დაბადების დღის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ახალი წელი,  დაბადების დღესთან ერთად.   ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი დაბადების დღე სკოლის არდადეგებს ემთხვეოდა., არდაგედეგები კი ყოველთვის დღესასწაულია მოსწავლეებისათვის.  
 
თავის ყველაზე დაუვიწყარ  საახალწლო საჩუქრად მან დაასახელა  საჩუქარი, რომელიც  არაბი შეიხისგან მიიღო. 
 
ჩვენი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით  იყო ჩასული არაბთა გაერთიანებულ საამიროების სამეფო ოჯახში  დუბაიში, სადაც ჩემმა მეგობარმა შეიხმა ბულვარში მაჩვენა პალმები და მკითხა" მოგწონს?"
მე ვუპასუხიე,  "კი".
"გინდა გაჩუქო საახალწლოდ?"… 
"რა ღირს?"-  ვკითხე, 
"რამდენს გადაიხდი?" – მიპასუხა, რა თქმა უნდა ხუმრობით…
 
რამდენიმე დღეში ვრთავ ტელევიზორს და,  ვხედავ, ჩამოფრინდა ორი თვითმფრინავი, რომელმაც თბილისის აეროპორტში  35 000 ძირი პალმა ჩამოიტანა. ერთი პირობა,  გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ,  არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ამდენი პალმისთვის.
უპირველეს ყოვლისა, გადმოვტვირთეთ, ხოლო შემდეგ დავუკავშირდი სოფლის მეურნეობისსამინისტროს  წარმომადგენლებს, მოვეთათბირე, სად შეიძლებოდა მათი დარგვა,  სად უფრო იყო მოსახერხებელი.
 
პალმები, რომელთაც დღეს ნახულობენ ბათუმში სამოგზაუროდ ჩასული უკრაინელები,  სწორედ ის პალმებია, რომელიც  არაბმა შეიხმა დაბადების დღისა და ახალი წლისთვის მაჩუქა''- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...