მთავარისიახლეებისამხედრო თემასამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესი იცვლება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესი იცვლება

Published on

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმება. როდიდან შეიცვლება გაწვევის წესი, კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს.
"ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს. გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
 

სიახლეები

“მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე დააჯარიმეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე ოლიგარქის პოლიციამ დააჯარიმა. ნათია გოგსაძეს 2 თებერვალს...

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი...

“თუკი ომის დასრულების მომენტში საქართველოში ისევ ივანიშვილის რეჟიმი იქნება, რუსული ჯარი გახდება მისი არსებობის გარანტორი”

უკრაინაში ზავის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს დავით ბატაშვილი, რომელიც პერიოდულად, ძირფესვიანად მიმოიხილავს...

რა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე – დეტალები

აქ გიამბობთ იმ შოკის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად მიიღო კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ფილარმონიაში,...