მთავარისიახლეებისამართალიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესდა

Published on

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ამ დროისთვის ცხრა ვაკანსიიდან, შვიდ პალატაში უკვე გამწესდნენ მოსამართლეები, დანარჩენში კი მოსამართლეთა შერჩევა ვერ მოხერხდა.უკვე ცნობილია შვიდი მოსამართლე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამწესდნენ. მათ შორის არის ლევან თევზაძე, საბჭოს მოქმედი წევრი, რომელსაც აქვს სამ წელზე მეტი სამოსამართლეო გამოცდილება. შესაბამისად, ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესდა.საბჭოს წევრთა მხარდაჭერა მიიღო საბჭოს ყოფილმა წევრმა შოთა გეწაძემაც და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გამწესდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...