მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხანდელი ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა

წუხანდელი ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა

Published on

საქართველოში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო 112-ში 400-ზე მეტი გამოძახება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, აედან 200-ზე მეტი გამოძახება იყო თბილისში. 
 
 წუხანდელი ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა ასეთია; 
 
განსაკუთრებით ძლიერი ქარი ქროდა  გურჯაანში , რუსთავსა და თბილისში, შიდა ქართლიდან შემოსული გამოძახებები ძირითადად დაკავშირებული იყო დატბორვასთან. 
დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე მგზავრები და მოსახლეობა  ჩარჩა, ისინი  მაშველებმა გამოიყვანეს , – აცხადებენ სააგენტოში.
 

თბილისში ქარმა ღამითს რამდენიმე უბანში ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა – მოგლეჯილი ხეების ნაწილი, მათ შორის ჟვანიას მოედანსა და გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. დაზიანებულია ქუჩაში მდგარი მანქანები.
 
ძლიერი ქარის შედეგად  დაბა ვაზიანის დასახლებაში სამი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. მათაგან ორი ნაწილობრივ არის დაზიანებული, ერთს კი სახურავი მთლიანად აქვს გადახდილი. ასევე დაზიანებულია ერთი ავტომანქანა და საცხოვრებელი ბინის წინა ფასადი.
 
ბათუმში, ბახტრიონის ქუჩაზე, 39 ნომერში აივნის გადახურვა ჩამოვარდა, რამაც 2 მანქანის დაზიანება გამოიწვია. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სოფელ ბაშიდან შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც რიონში  ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე 5 მოქალაქე იყო, ისინი ნაპირზე ვერ გადიოდნენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, სიტუაცია რთული იყო. მაშველებმა ხუთივე ადამიანი წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, ნაპირზე უსაფრთხოდ გაიყვანეს.
 

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე სურამულამ დატბორა ხაშურის რაიონოს ორი სოფელი, ქარელის რაიონის 2 სოფელი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – გომსა და ხიდისყურში.
აქ მოსახლეობის უმეტესობის ნაწილს წყალი სახლებში შეუვარდა. დატბორილია მათი სახნავ-სათესი მიწის ფართობები, ეზოები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. მათი ინფორმაციით, სოფელში იმ რაოდენობის წყალი არ მოვარდნილა, რისთვისაც გზის მიმართულების შეცვლა ვერ მოხერხდებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, მათ შორის სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ითხოვენ წყლის გასასვლელად არხის გაჭრას. მათი აზრით, ეს მთლიანად მოაგვარებდა ამ სოფლების მოსახლეობის პრობლემას.
მოსახლეობა საჩხერისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას აპირებს. 
 

ძლიერი ქარის გამო და უამინდობის გამო წაქცეულმა ხეებმა დააზიანა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის აღდგენა მოხერხდა. ამ დროისთვის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. 
 
ძირითადი შეზღუდვები იყო და ნაწილობრივ ახლაც გრძელდება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდის გაუმჯობესება დღის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში ქარი შესუსტდება და დღის ბოლოს ჩადგება

სიახლეები

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...