მთავარისიახლეებისაზოგადოებაკუჩხირუოს ფერქ გეგნუოლუ - როდის იცვლის რვაფეხა ფერს?

კუჩხირუოს ფერქ გეგნუოლუ – როდის იცვლის რვაფეხა ფერს?

Published on

ჰავაის კუნძულზე მყვინთავმა რვაფეხა ვიდეოზე დაფიქსირა, რომელიც საშიშროების გამო ფერს იცვლიდა.
"რვაფეხა მთელი ძალით იბრძოდა, რათა გარემოს შერწყმოდა და ჩემგან თავი დაეღწია", – თქვა მყინთავმა ჰექტორ სერვინმა.
 
მეცნიერებმა დიდიხანია შენიშნეს, რომ რვაფეხებსა და კალმარებს ფერისშეცვლის უნარი აქვთ. წყლის ზედა ფენებში ისინი გამჭვრვალენი ხდებიან, უფრო დიდ სიღრმეში – წითლდებიან, თუმცა კი მათი ბუნებრივი ფერი – ყავისფერია. ამ მანიპულაციეით ცდილობენ ისინი თავი დააღწიონ  ზედაპირზე ადამიანისაგან ,  ხოლო ფსკერთან ახლოს  წყლის მტაცებელი ბინადრებისგან მომავალ ხიფათს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რვაფეხებს ფერისცვალების უნარს  აძლევს  ქრომოტოფორების უჯრედებში შემავალი  პიგმენტები, რომლებიც ნერვული სისტემის სიგნალებზე რეაგირებენ.

 
იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება  ეს სიმართლეს აქამდეც არაერთი ექსპერიმენტი და დაკვირვება ჩატარებულა, როგორც სპეციალურ აქვარიუმებში ისე ბუნებრივ გარემოში.  აღმოჩნდა რომ ეს არსებები სწრაფად რეაგირებენ არა მხოლოდ საზოგადოდ შუქზე, არამედ განათების ფერზე და ინტენსივობაზეც კი.   ოთახის გამანათებელი მოწყობილობის შუქზე ისინი ნახევრადგამჭვირვალენი ხდებიან,  ცისფერ შუქზე –  ლურჯდებიან, წითელზე ვარდისფრად ინიღბებიან და ა.შ.  
 ამჯერად ვიდეოზე დაფიქსირდა არა ნხოლო ფერის ცვლილება, არამედ სისწრაფე და აქტიურობა , აღმოჩნდა რომ მათწაებში შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ფერი. 

ზოოფსიქოლოგები თვლიან,რომ ისინი გრძნობენ ხიფათს  და თადარიგს მის  მოახლოებამდე იჭერენ. ესმეტყველებს იმაზე, რომ ისინი გაცილებით ,,ჭკვიანები'' არიან, ვიდრე მათი თანამობინადრეები,აქვთ კარგი მეხსიერება და გამჭრიახობა. ამასთან შეუძლიათ გეომეტრიული ფიგრების გარჩევაც ერთმანეთისგან. 
რვაფეხა კარგად იწვრთნება და სწრაფად ეჩვევა ადამიანებს 

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...