მთავარისიახლეებიპოლიტიკაისღა დარჩა, მიხეილ სააკაშვილს ძველ რომში მოხდარი მკვლელობებისთვის მოსთხოვონ პასუხი

ისღა დარჩა, მიხეილ სააკაშვილს ძველ რომში მოხდარი მკვლელობებისთვის მოსთხოვონ პასუხი

Published on

დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე  მოწმის სტატუსით დაბარებულმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გამოძიების კითხვები ამჯერად ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებს. როგორც ჩანს ეს მათ შთააგონა ბერლუსკონის ინტერვიუმ, რომელშიც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართველს სანაიპერებს მაიდანზე ცეცხლი გაახსნევინა. 
სხვა დაკითხვებზე ალბათ დამისვამენ კითხვებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანასთან, რომის იმპერიაში მომხდარი მკვლელობებთან დაკავშირებით.
 
მე ვარ აღმოსავლეთ  ევროპის ერთეთი წარმატებული რეფორმატორი, უკრაინაში ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ახალი უკრაინის მშენელობის საქმეს,  მათ კი ჩემს გამოყენებისათვის  სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა ამ სისულელეებისა. 
კარგი, მე დავდივარ დაკითხვებზე, ვცემ პასუხს კითხვებზე, ხელს ვაწერ დოკუმენტებს, რეგულარულად ვცხადდები სასამართლო პროცესებზე, მაგრამ როდემდე უნდა ვითმინოთ ხელისუფლების ეს ხრიკები, რომელთა მიზანია მომწყვიტონ საქმეს,  ხელი შემიშალონ კიევიდან გასვლაში უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობასთან შეხვედრების ჩასატარებლად.
 
და ეს ყველაფერი მაშინ, როცა უკრაინაში დამოუკიდებლობის შემდეგაც გაუხსნელია  სამი გახმაურებული დანაშაული – ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტობის კანდიდატის და შემდეგ უკვვე პრეზიდენტის იუშჩენკოს მოწამვლის საქმე ( ეს ხომ საერთოდ მიივიწყეს) და მაიდანზე განვითარებული მოვლენები.  რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ ასე გაახანგრძლივონ ხელისუფლებაში თავიანთი ყოფნის ვადა, და ამაში ჩართულია უშიშროების სანსახური, რომელიც ბარიგების უშიშროების სამსახურადიქცა, გენპროკურაურა, რომელიცბელეტრისტიკაშია გადავარდნილი , პოლიცია, სადაც სამწუხაროდ რეფორმები, რომელთა განხორციელება დავიწყეთ, და რომლითაც ვამაყობდი, ნულამდე დაიყვანეს.  
 
მიხეილ სააკასვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ირინა ნოზდროვსკაიას საქმე გახსნილია და მკვლელი დაკავებული,  რეალობისგანშორს დგას. ეს იყო მამაცი ადამიანი, რომელიც იბროდა სამართლიანიბისთვის არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ უკრაინელი ხალხი მიმართ. იგი  ბევრს მუშაობდა რეფორმატორული მიმართულებით და ამით ხელს უშლიდა ხელისუფლებას დროის გაყვანაში. ეს სრულ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ გამოძიების ობიექტურობაში. უბრალოდ ხელი შეახოცეს და ყველაფერი დაასრულეს იმით, რომ დააკავეს ადამიანი, რომლისწილი დანაშაულიისედაც იცოდა უკრაინელმა ხალხმა, მთავარი დამნაშავეები კი ისევ ხელისუფლებაში სხედან.  
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება კომიკურ ელფერს ატარებს, მაგრამ ტრაგედიაა ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რომელიც ასე რჩება ბარიგების ხელისუფლების ძარცვის ქვეშ. ეს მოუთენელია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ხახი იტყვის თავის სიტყვას. განაცხადა მან.  
 

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...