მთავარისიახლეებისამართალიირაკლი ჩხვირკია სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება

ირაკლი ჩხვირკია სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის მოვლენებში ბრალდებულებს 1 წელი და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 
 
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. 
 
ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობაში დატოვება მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააპროტესტეს. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ "თავისუფალი ზონის" წევრები. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. 
 
გამოძიება ირაკლი ჩხვირკიას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის დარღვევას ედავება.  მას 2017 წლის 11-12 მარტს, ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ.

სიახლეები

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...