მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ

ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ

Published on

ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არალეგალურად სამი მიკროავტობუსი მოძრაობს და მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.
“მგზავრები აღარ გვყავს და ოჯახები ულუკმაპუროდ გვრჩება. მხოლოდ ეს სამი მიკროავტობუსი ახერხებს მუშაობას, რომლებსაც გარკვეული პირები მფარველობენ“, – აცხადებენ ისინი
 
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მცირე ხნის წინათ აქციის მონაწილეებმა ენგური-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულია  ოთხთვალა ურმის ერთ-ერთი მფლობელი სოფო მიქაია.  
ადგილზე მყოფი სამართალდამცავების ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
აქციის მონაწილეები არ იშლებიან. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...