მთავარისიახლეებისაზოგადოებააღმოსავლეთში ქარ-წვიმა და თოვლი, დასავლეთში შედარებით მდგრადი ამინდი - სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი...

აღმოსავლეთში ქარ-წვიმა და თოვლი, დასავლეთში შედარებით მდგრადი ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის

Published on

ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ სინოპტიკოსები ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ისევ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპსაც ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
 
12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდი მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც შენარჩუნდება. 14 იანვარს კი აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...