მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს ბრიფინგი გუშინ მტკვარში აღმოჩენილი 25 წლის ახალგაზრდის ცხედრის...

შსს ბრიფინგი გუშინ მტკვარში აღმოჩენილი 25 წლის ახალგაზრდის ცხედრის პოვნისა და მისი მკვლელობის გარემოებებზე

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი გუშინ, 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში 25 წლის ახალგაზრდის  ცხედრის აღმოჩენასა და მისი მკვლელობის გარემოებებს მიეძღვნა.
შსს განცხადებით, დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს მკვლელობაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს.
"განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით – 5 პირი. ფაქტის შემსწრე 5 პირი, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო, სხვა 5 დაკავებულს, რომელთაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან,   დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის  – 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
 
2017 წლის 29 დეკემბერს მოკლულის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცავ ორგანოებს,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლით).

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...