მთავარისიახლეებისამართალილადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

Published on

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გუშინ, 8 იანვარს გაიმართა. 
 
ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა.   იგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია.   
 
 რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ლადო ჭანტურიას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
 
სტრასბურგის მოსამართლის კონკურსის პირველი ეტაპი 21 თებერვალს, მეორე კი 26 ივლისს გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგად წარდგენილი სიიდან ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლადო ჭანტურიას, მეორე კონკურსის გამარჯვებულთაგან კი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები მოიწონეს.
 
ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...