მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, დღეს პროკურატურას მიმართავს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, დღეს პროკურატურას მიმართავს

Published on

პროკურატურას მიმართავს დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახი და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს.საუბარია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. დაჭრილის მამის მტკიცებით, სპეცოპერაციისას, გასროლის შემდეგ სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც სწორედ მომხდარს უკავშირდებოდა.„მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ ოფიციალურად იქნეს ცნობილი დაზარალებულად და აგრეთვე გამოვითხოვთ ინფორმაციას თუ რამდენად არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან, ჩვენ ეს პასუხი ოფიციალურად არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ეს ვრცელდება, რა მუხლით უშუალოდ. დაცვის მხარე იწყებს ინტენსიურ გამოძიებას, დაკითხვის ოქმების წარმოებას, აგრეთვე ხელმეორედ პანკისის ხეობაში ჩასვლას ექსპერტთან ერთად,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.რაც შეეხება 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.„ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია. ჯერჯერობით ოფიციალურად არც დასტური და არც უარყოფა არცერთი კლინიკიდან არ მიგვიღია. ველოდებით ინფორმაციას ნებისმიერ დროს,“ – აცხადებს ზაზა ლურსმანაშვილი.

სიახლეები

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...