მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი სტრასბურგს არ ეშვება - მე რომ ოსმალეთში ვიყავი...

თეა წულუკიანი სტრასბურგს არ ეშვება – მე რომ ოსმალეთში ვიყავი…

Published on

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, ძალაში შესვლის შემდეგ სტრასბურგში გადააგზავნიან,- ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პაუხად კითხვაზე მოითხოვს თუ არა ქართული მხარე კიდევ ერთხელ უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადირებას.
 
"სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების გამოყენება ამ საქმეზე იყო შოკისმომგვრელი. პრეზიდენტს აქვს შეწყალების ექსკლუზიური უფლება, თუმცა, რა მიზნით გამოიყენებს, რა თქმა უნდა ეს კონტროლს ექვემდებარება,"- განაცხადა წულუკიანმა.
 
მინისტრი, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ ის შეიძლება ითხოვდეს, რომ პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, არ იყოს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. უფლება არ ნიშნავს, რომ თვითნებურად, პირადი ინტერესით შეგიძლია გამოიყენო,- დასძინა თეა წულუკიანმა.
 
იმ დღიდან,  როგორც კი თეა წულუკიანს თავისი კაბინეტიდან გაუძახებენ, იგი აღარავის ემახსოვრება , მაგრამ მაინც მოსანიშნია მათთვის, ვინც მომავალში შევა ამ კაბინეტში, როგორც ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს მინისტრი. 
 
შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით, 3 წლამდე შეუმცირა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...