მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა

Published on

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა ამ დროისათვის თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა.
 წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა, რომ  ამ ორი კლინიკიდან ერთი  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოიძია,  ხოლო მეორე – მაჩალიკაშვილების ოჯახმა. 
გადაწყვეტილება თუ  ამ ორიდან რომელ კლინიკაში მოხდება თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა, ოჯახმა უნდა მიიღოს.
 
რაც შეეხება კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თურქეთში მოძიებულ კლინიკას, ექიმის თქმით, ამ კლინიკაში პაციენტის მიღებისთვის ადგილის პრობლემა არ არის. მისივე განმარტებით, თუ ოჯახი ამ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე თანხმობას განაცხადებს, ამის შემდეგ უკვე პაციენტის გადასაყვანად მზადყოფნა დაიწყება და არ არის გამორიცხული, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთში ხვალვე გადაიყვანონ. 
 
„ჯანდაცვის სამინისტროსგან ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა მზადყოფნა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი პაციენტის ტრანსპორტირება და იქ გაგრძელდეს მკურნალობა. ეს ინფორმაცია ჩვენ შემდეგ გავაცანით ოჯახის წევრებს და ველოდებით მათი მხრიდან დასტურს. თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, რომ უახლოეს პერიოდში მიიღოს პაციენტი“, – განაცხადა ექიმმა. 
მისივე განმარტებით თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და კვლავ მძიმედ რჩება. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...