ზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა. მსვლელობა 12:00 საათზე ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეები მოგვების, ქურუმების და მწყემსების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. შემოწირული ტკბილეული კი ურემზე შეგროვდა . მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მონაწილეობდნენ. შესრულდა საშობაო საგალობლები. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით მაცხოვრის შობის ღამესთან იყო მიმსგავსებული.ალილოს მსვლელობა დადიანების ეკლესიიდან ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა,ურმის საშობაო საჩუქრებით შევსება ყველა მსურველს შეეძლო. მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმემ სასულიერი პირებთან ერთად ერთობლივი პარაკლისი გადაიხადა. ალილოზე შემოწირული ტკბილეული სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
ზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...