მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა

უკრაინაში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა

Published on

უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.„2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცის არაკომპეტენტურობისა და მისი უკანონო ბრძანებების გამო. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც „ქართული ლეგიონისა“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, ჩვენ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნებთ „ქართული ლეგიონის“ მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის“ წევრების მებრძოლების დათხოვნის შესახებ, ისევე როგორც აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ქართული ლეგიონის“ წევრებს ემუქრებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს „ქართული ლეგიონის“ დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან მისი უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ. „მაისტრენკოს მოადგილე სერგეი ფედოსენკო სისტემატურად ურეკავს ჰოსპიტალში მყოფ „ქართული ლეგიონის“ დაჭრილ წევრებს და მათ მკურნალობის შეწყვეტითა და დეპორტაციით ემუქრება, თუ ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის უკანონო ბრძანების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ალექსეი მაისტრენკომ და სერგეი ფედოსენკომ წაართვეს „ქართული ლეგიონის“ წევრებს მთელი ამუნიცია და პირადი ნივთები. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 3 ქართველი, რომელიც 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში რჩება, აღარ ირიცხებიან „ქართულ ლეგიონში“ და არ წარმოადგენენ მას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...