მთავარისიახლეებისაზოგადოებაალილო წვიმისა და თოვლის გარეშე

ალილო წვიმისა და თოვლის გარეშე

Published on

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, 7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება, თბილისში –13 გრადუსი.
 
8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
 
9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება.
 
დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმს, მაღალმთასა და მთაში თოვს, მათ შორის მესტიასა და ხულოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში წვიმს,ამაღამ  მთაში მოსალოდნელია თოვლი. 
 ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, ზოგან 17–22 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის ტემპერატურა 9–15 გრადუსია,აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი, თბილისში –13 გრადუსი.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...