მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება. როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებდა, ის გაეცნო საქმეს და მასში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს, არ არის.საქმე რომ პოლიტიკურადაა მოტივირებული, ეჭვი არ ეპარება მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამის გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა.მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მას სახაზინო წესით დაენიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.ამასთან, ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე აცხადებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რაც მისი თქმით, აბსურდია.საქმის პროკურორი კი ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებობს, როგორც პირდაპირი, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები. 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...