მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი : ,,ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს...

გიორგი მარგველაშვილი : ,,ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ მუხლიდან გამომდინარე დევნა”

Published on

ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას განუცხადა. 
 
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს“. „ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
ექსპრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე გიორგი მარგცველაშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჰიპოთეტური თემა“. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...