მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა

გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა

Published on

 წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს. თუმცა, გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მონაცემების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი განაცხადა.
 
თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები როგორც თურქეთის, ასევე, ევროპის რამდენიმე საავადმყოფოსთან მიმდინარეობს.
 
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავაპროფილიანი საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის  მდგომარეობაში გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება, მაგრამ იგი კვლავ სტაბილურად მძიმეა,  რის გამოც მისი ტრანსპორტირების საკითხი კვლავ რისკის ქვეშ რჩება
 
.ამ დრომდე ელოდებიან საზღვარგარეთიდან რომელიმე საავადმყოფოს გამოხმაურებას, რომელიც სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად იქნება მზად.  
 
ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე, სხვა ქვეყნის მედიკოსი თბილისის კლინიკაში მიმდინარე მკურნალობის პროცესში არ მონაწილეობს.  მხოლოდ კონსილიუმში მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთმა ექიმმა, ეს იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს.

 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...