მთავარისიახლეებისაზოგადოებაოდესის წყლებში აფხაზური გემის დაკავების ახალი დეტალები

ოდესის წყლებში აფხაზური გემის დაკავების ახალი დეტალები

Published on

უკრაინული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს ოდესის სანაპიროსთან   დაკავებული აფხაზური გემის შესახებ.
 
უკრაინელმა მესაზღვრეებმა სატვირთო გემი, რომელიც ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა ოდესის  სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, საეჭვოდ მიიჩნიეს და შემოწმებამდე გაჩერება მოსთხოვეს. 
აფხაზური გემი უკრაინელების ბრძანებას არ დაემორჩილა,   საქმე  სარაკეტო კრეისერის გაგზავნამდე და გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნამდეც მივიდა
 
 
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ საქმე ნარკოტიკების გადაზიდვასთან ჰქონდთ, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ იგი დატვირთული  იყო უაქციზო კონტრაბანდული  სიგარეტით, რომელის გადატანას ეკიპაჟი ბულგარეთში აპირებდა. ტვირთი 1737 ყუთში იყო დაფასოებული.
 
 
ხომალდის შემოწმებისას ბორტზე სიგარეტთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები იპოვეს, მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, დოკუმენტებიც არალეგიტიმურად ჩათვალეს და ხომალდი დააკავეს.
 
სხვა ვერსია აქვთ დაკავებულ მეზღვაურებს. ისინი აცხადებენ, რომ ჯერ ერთი დოკუმენტები ჰქონდათ ( გულისხმობენ აფხაზურს ) და, მეორეც, აფხაზეთიდან ვარნაში მიმავალ სანაოსნო გზაზე ისინი შტორმში მოხვდნენ, გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა და იძულებული გახდნენ გაშლილ ზღვაში ჩაეშვათ ღუზა.  სადაც  გაჩერებას მხოლოდ გამოდარებამდე და გენერატორის შეკეთებამდე აპირებდნენ.
 
,,უკრაინის სასაზღვრო სამსახურის შემოტევისას ჩვენ ნეიტრალურ წყლებში ვიმყფებოდით, 16,5 კილომეტრში სანაპირო ზოლიდან.მანამდე ჩვენ დაგვიკავშირდნენ რუსეთის სამხედრო გემიდან, დაგვისვეს კითხები ჩვენი კურსისა და ტვირთის შესახებ და უპრობლემოდ დაგვშორდნენ.უკრაინის სარაკეტო გემიდან კი გვიბრძაეს შემოწმებამდე ადგილზედარჩენა გვიბრძანეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ, რადგან არა ოდესის, არამედ ნეიტრალურ წყლებში ვიმყოფებოდით'' – აცხადებენ მეზღვაურები. – ჩვენ არ შევასრულეთ მათი უკანონო ბრძანება და შევეცადეთ შემოწმების მიზნით აგვემუშავებინა ძრავა, სწორედ მაშინ გაგვიხსნეს ცეცხლი , რადგან ეს ჩვენი გაქცევის მცდელობად მიიღეს.'' 
 
,,როცა მოგვიახლოვდნენ, ჩვენ თავად ჩავუშვით მათთვის ტრაპი, მაგრამ, როგორც კი გემზე ამოვიდნენ, ყველანი გემბანზე დაგვყარეს და ერთ-ერთ ჩვენგანს თავში კონდახიც უთავაზეს. ამჟამად ჩვენი გემი დაკავებულია და რეიდზეა გადაყვანილი ოდესის წყლებში – ყვებიან დაკავებულები/ 
 
 

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...