მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძარი ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ სახლში

ხანძარი ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ სახლში

Published on

ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ნიუ კასლში ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ კომპლექსში  ხანძარი გაჩნდა.
 
ცეცხლი არა მთავარ შენობას, არამედ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე პატარა კოტეჯის საძინებელს მოედო, 15.15 საათზე ადგილობრივი დროით.  ცეცხლი დაცვის სამსახურმა შენიშნა და ადგილზე სამაშველო ბრიგადა გამოიძახა, რომელმაც ხანძარი მალევე ჩააქრო.
 
 
შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ბილ და ჰილარი კლინტონები სახლში არ იმყოფებოდნენ.
 
 
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეს კომპლექსი 1999 წელს მილიონ 700 ათას დოლარად იყიდეს.
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...