რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით დღეს ავიადარტყმები განახორციელა.„ავიადარტყმები მიმართული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისკენ. გამანადგურებლების მიერ გაშვებული რაკეტებიდან ზოგიერთი არ აფეთქებულა“, – აცხადებს სააგენტო. შეტევა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გუშინ გაშვებული რაკეტის საპასუხოდ განხორციელდა.
წყაროს თქმით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ოთხი ავიადარტყმა განახორციელეს. რაკეტები ღაზას სექტორის მიმართულებით ისროლეს. ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ გამანადგურებლებმა შეტევა მიიტანეს ღაზას სექტორში არსებულ ინფრასტრუქტურაზეც.