,,ჩემთვის ახლა მთავარია ირანის ლიბერალიზაცია” – დევნილი შაჰის მემკვიდრე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

0
373
ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი ირანში მიმდინარე  ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ეხმაურებაა.
,,ირანელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი ბედი თავისუფალ ნებაზე დაყრდნობით. არ დაუშვათ ირანელი ხალხისთვის იმედის გაცრუება, არ მოიქცეთ ისე, როგორც ადრინდელი ადმინისტრაციები იქცეოდნენ. დღეს ეს ადამიანები სიცოცხლეს რისკავენ და მათ სურთ, რომ ამჯერად მაინც მათი ხმა ყურადღების გარეშე არ დარჩეს, – განაცხადა მან აშშ ადმინისტრაციის მიმართ ”როიტერსისთვის” მიცემულ ინტერვიუში .
 
 ფაჰლევიმ გააკრიტიკა და  სასაცილო უწოდა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას  აშშ-ში ირანელებისმოგზაურობის აკრძალვაზე, თუმცა ჯამში  მოიწონა დონალდ ტრამპის მიერ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეთა მხარდაჭერა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ირანელებს ჰქონდეთ წვდომა თავისუფალ მედიასა და სოციალურ ქსელებზე, რომელსაც იყენებდნენ ანტისამთავრობო ვიდეოებისა და გზავნილების გასაზიარებლად.
 
„ჩვენ უბრალო სიტყვებზე მეტი გვჭირდება. ჩვენ კონკრეტული მოქმედებები უნდა დავინახოთ. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენი საუბრის პარალელურად მთავრობა ცდილობს აკრძალოს, იქნება ეს ”ინსტაგრამი” თუ ”ტელეგრამი”, – განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.
 
ირანის შაჰის  უკანასკნელი მემკვიდრე, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ხელისუფლებაში  დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გაააქტიურდა, ბოლო თვეებში  მან გამოაქავეყნა არაერთი მიმართვა ირანელებისა და აშშ პრეზიდენტის მიმართ , რომელშიც ნათქვამია, , რომ მისთვის ახლა  მთავარია ირანის ლიბერალიზაცია .
 
,,ირანის ახალგაზრდობა სულ უფრო დიდი სიმპათიებით  ეკიდება ქვეყნის წარსულს , თუ  ობიექტურად განიხილავთ ჩემი მამისა და პაპის მემკვიდრეობას . თვალში საცემია, რომ მათი მმართველობის დრო არსებითად განსხვავდებაა ახანდელი არქაული, რელიგიური, რეპრესიული პოლიტიკური სისტემისგან,  მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც დაინტერესებულია სასიკეთო ცვლილებებით ჩემს ქვეყანაში.'' – განაცხადა მან რამდენიმე თვის წინათ და ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი  მეთოდებით უნდა მოხდეს.
 
აშშ – ში მაშინ  რეზა ფეჰლევის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდნენ – ექსპერტების აზრით, ირანში მონარქიის აღდგენა გამორიცხულია. 
 
ცნობისათვის, ფეჰლევის სამეფო ოჯახი   დევნილობაშია 1979 წლიდან, მას შემდეგ, რააცირანში ისლამური რევოლუცია მოხდა და მონარქიული რეჟიმი დაემხო. 
წინა სტატიანოვოსიბირსკის ოლქში ფეხსაცმლის მაღაზია იწვის- არიან გარდაცვლილები
შემდეგი სტატიახანძარი ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ სახლში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური