აქცია ოკუპირებულ სოხუმში – აფხაზები გიორგი ლუკავას გათავისუფლებას აპროტესტებენ

0
407
გიორგი ლუკავას გათავისუფლებას სოხუმში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გუშინ დე ფაქრტო პრეზიდენტის რეზიდენციასთანრამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმაურიანი  აქცია, რომლის  მონაწილეები ხელისუფლებისგან და პრეზიდენტისგან მოითხოვდნენ ახსნა განმარტებებს, თუ რატომ გათავისუფლა ქართველი პატიმარი, რომელსაც ,,აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულებისათვის''  20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
 
,,რა უფლებით და რის საფუძველზე გამოუშვით ტერორისტი, რომელმაც მხეცურად მოკლა არაერთი ადამიანი აფხაზეთში. ჩვენს შორის არიან მის მიერ მოკლულთა ახლობლებიც და მათთან ერთად ვითხოვთ პასუხს, როგორ დაუშვით ეს''  – ასეთი იყო აქციის მთავარი მესიჯი, რომელიც  აფხაზეთის 1992-1993 წლების ე.წ. სამამულო ომის ვეტერანმა ლარისა მაზლუმ-ოღლიმ გაახმოვანა.  
 
აფხაზურის მხარის ოფიციალური განმარტებით ლუკავამ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხე ოსური მხარის თხოვნის საფუძველზე დატოვა, მაგრამ სხვა აზრისა არიან მომიტინგე  აფხაზები და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია,  ოკუპირებული აგხაზეთის პარლამენტართა ნაწილიც. ერთერთი მათგანი, დეპუტატი რაულ ლოლუა მომიტინგეების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მათ.  
 
მთავარ პრობლემად დეპუტატმა გამოაცხადა ის, რომ ლუკავას გადაცემა არაოფიციალურად მოხდა, ანუ ოფიციალური ინფორმაცია მისი გადაცემის შესახებ  არ გავრცელებულა და არავის უნახავს
 
,,სიტუაცია ასეთია – პარლამენტშიც კი  ლუკავას გათავისუფლება შევიტყვეთ მედიიდან,ამასთან  არა აფხაზეთის, არამედ საქართველოს მედიიდან, ანუ არაოფიციალური ინფორმაციით და  მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ამ საკითხის გარკვევა  და  ოფიციალური პირებისაგან მეტი ინფორმაციის მიღების მცდელობა- განაცხადა მან – . საკითხი იმის შესწავლის აუცილებლობის შესახებ, თუ რის საფუძველზე და როგორ გათავისუფლდა ლუკავა, პარლამენტის სესიაზე მე წამოვჭერი, რაშიც მხარი დამიჭირა სპიკერმაც. მოვამზადეთ სადეპუტატო შეკითხვა შს მინისტრისადმი, რის პასუხადაც მან განგვიცხადა, რომ ყველა საბუთი წარედგინება პარლამენტს. მაგრამ, როგორც ხედავთ,   25 დეკემბრიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ ინფორმაცია კვლავ ურთიერთგამომრიცხავი, განსხვავებულია. ჩვენთვის ისიც კი გაუგებარი რჩება, იყო თუ არა მისი გათავისუფლება შეწყალების აქტი? ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, შედგა  თუ არა შეწყალების კომისიის სხდომა. იყო თუ არა დაცული კანონიერი პროცედურები?  ამასთან, თუ ეს შეწყალების აქტია, კანონის თანახმად,  ამ ადამიანს აქვს უფლება კვლავ შემოვიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
 
 სხვა ინფორმაციით, ლუკავა გაიცვალა ჟიბაზე, მაგრამ ჟიბა დიდი ხანია დაკავებულია და გადმოცემული და ქართული მხარე  ახლა ვერ გადმოსცემდა ლუკავას სანაცვლოდ,  ამიტომ მე ისევ და ისევ მოვითხოვ პასუხს კითხვაზე – ვინ გაათავისუფლა ტერორისტი ლუკავა. ჩვენ ბოლომდე მივდევთ ამ საკითხს, იმიტომაც , რომ არ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს არაოფიციალურად – ამის დატოვება ასე არ შეიძლება.  პარლამენტში ვგეგმავთ დეპუტატთა შეკრებას, სადაც გაიმართება ღია მსჯელობა გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მასალებზე, ეს მასალები აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი, ჩვენ,  35 – ივე დეპუტატი ფეხს არ მოვიცვლით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, , სანამ მათ არ წარმოგვიდგენენ''. – დასძინა ლოლუამ.
 
შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაურ არშბამაც. მან განაცხადა, რომ ლუკავა გასაცვლელ პირთა სიაში იყო შეტანილი და რომ გაცვლის პროცესი დაიწყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით. ლუავას გათავისუფლების განკარგულება ხელმოწერილია რაულ ხაჯიმბას მიერ.
 
აქციის მონაწილეები მის გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. 
 
 
 
 
წინა სტატიაახალი წელი, კუჩხა ლაზეთში
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური