მთავარისიახლეებისამართალი,,შეუძლებელია პრეზიდენტი გასამართლდეს შეწყალებისთვის “ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

,,შეუძლებელია პრეზიდენტი გასამართლდეს შეწყალებისთვის “ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს. საუბარია გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, რასაც ბრალდების მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავება.
 
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე ამბობს, რომ მან სრულყოფილად შეისწავლა საქმის მასალები და ის არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს, არ არის.
 
„ჩემს მიერ უკვე სრულყოფილად არის შესწავლილი საქმის მასალები და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი. ის, რაც ბრალდების მხარეს სასამართლოში შემოტანილი აქვს მტკიცებულებები, თითქმის ყველა მოწმის ჩვენება არის ირიბი. როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო მისთვის მინიჭებული უფლების გამო, რომ მან შეიწყალა გარკვეული პირები მაშინ, როდესაც ამის სრული უფლება ჰქონდა. ანუ, შეუძლებელია ამის გამო გასამართლდეს პრეზიდენტი,“ – განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.
 
ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ დღეს მოსამართლემ განაჩენიც გამოაცხადოს და ის სავარაუდოდ, გამამტყუნებელი იქნება.
 
„ჩვენ არ გაგვიკვირდება, რომ დღეს ასე დაჩქარებული, სტახანოვური წელით იქნეს გადაწყვეტილება მიღებული მოცემულ საქმეზე. იმიტომ, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ მთავარი პროკურატურის მოთხოვნა სასამართლო ხელისუფლების მიმართ და კონკრეტული სასამართლოს მოსამართლის მიმართ არის ის, რომ მიიღოს მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეიძლება სწრაფად,“ – ბექა ბასილაიამ.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი უკრაინაშიც გაიმართება. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...