მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზური მხარის ცნობით, საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია

აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია

Published on

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისზე გაცვალა გიორგი ლუკავა.
 
აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოსთვის ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის თხოვნით დაიწყო. 
 
"2008 წლის მოვლენების დროს, ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთში დააკავა ცხინვალის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში დიდხნიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის სამუდამო პატიმრობამისჯილიც იყო. 
 
ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ გიორგი ლუკავა სიაში ქართულმა მხარემ შეიყვანა, თუმცა მაშინ პატიმართა გაცვლის პროცესი დროებით შეჩერდა. მოგვიანებით, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, ქართულ მხარესთან გაიცვალა როლანდ ჟიბაზე, რომელიც ეჭვმიტანილია ბ.კვიცინიას მკვლელობაში და საქართველოში იმალებოდა. 
 
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში თავს აფარებენ აფხაზეთში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევას მკვლელიც. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანები გადმოგვცენ. ეს საკითხი IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული", – წერია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
აფხაზური მხარე ასევე ამბობს, რომ პატიმრების გაცვლა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
 
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. მაშინ ლუკავამ თქვა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
 
გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე – გუდაუთაში მკვლელობებშიც.
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...