მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

Published on

სინოპტიკოსები ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ცნობით,  დასავლეთ საქართველოში წვიმა გადაიღებს, ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი კვლავ +7 +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში +7 +13 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. 
სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდის პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...