მთავარისიახლეებიმსოფლიოირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

Published on

ირანში, საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.
 
სააგენტოს ინფორმაციით, მათგან 6 ადამიანი ისპაანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც მომიტინგეები იარაღის წაღებას ცდილობდნენ. ქალარ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეჯეფაბადში კი „ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის“ წევრი დაიღუპა.მათ სანადირო თოფიდან ესროლეს
 
მანამდე 12 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
 
 
 აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება.
 
თეირანის გუბერნატორის მოადგილე ალი ასგარ ნასერბახტის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების დროს მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ადამიანია დაკავებული.
 
 შეგახსენებთ,  ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქალაქ მაშჰადში  28 დეკემბერს გამართული აქცია, რომლის მონაწილეებიც ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზარდა და ირანის მრავალ რეგიონს მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. 
 
ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით არის გამოწვეული. მან  მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ მოწოდების მიუხედავად კი პროტესტი და დაპირისპირება უფრო გამწვავდა.
 
 
ირანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ,  დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგას.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით,  სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიებს
 
. "ჩვენი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ჰეშთეგების დაახლოებით 27% საუდის არაბეთის მთავრობამ შექმნა. უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა მიზნად ირანის განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს პროტესტები რამდენიმე დღეში დასრულდება", – განაცხადა შამხანიმ.
 
 
31 დეკემბერს, ირანში Telegram-ის მესინჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება "მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების" მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ირანის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა: 
 
„ირანი ნომერი პირველი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს და ადამიანის უფლებებს არღვევს. ახლა მათ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდეთ. ეს არ არის კარგი!“- დაწერა ტრამპმა. 
 
მოგვიანებით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანელი ხალხის უფლებას, მშვიდობიანი მეთოდებით გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ, ეს უფლება დაიცვან და ცენზურის ნებისმიერ ფორმებზე უარი თქვან,“- განაცხადა სანდერსმა. 

 
 
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...