მთავარისიახლეებისაზოგადოებაამაღამ წლის პირველი დიდმთვარიანობა და ულამაზესი ვარსკვლავთცვენაა

ამაღამ წლის პირველი დიდმთვარიანობა და ულამაზესი ვარსკვლავთცვენაა

Published on

ამაღამ   1 იანვრისა და 2 იანვრის გამმიჯნავ ღამეს 2018 წლის პირველ სუპერმთვარეს ვიხილავთ.
 
ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტას  ყველაზე მოკლე მანძილზე მოუახლოვდება. –   356 ათასი კილომეტრით.  და ბუნებრივია, ჩვეულებრივზე კაშკაშა და დიდი გამოჩნდება. ამ დროს დედამიწიდან დანახული მთვარის  დისკოს  დიამეტრი 14 პროცენტით მოიმატებს, ნათელი კი – 30 % – ით. დისკოს გარს შემოერტყმება წითელი შარავანდი ( ჩვენს ენაზე -,, ჭითა ,,ქართა'', რაც დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. 
 
საახალწლო სავსემთვარეობას მოსდევს რიგი უჩვეულო ასტრობომიული მოვლენებისა, , მათ შორის წლის პირველი ვარსკვლავთცვენა, შუაღამისას მთვარე მოექცევა ორიონისა და ტყუპების თანავარსკვლავედებს შორის  და,თუ უღუბლო ღამე იქნა, დედამიწის ყველა კუთხეში იოლაი დასანახი იქნება ასობით მეტეორის ვარდნა.
 
თუ ამ სურათის ხილვა ამაღამ ვერ მოვახერხეთ, ასტრონომები გვანუგეშებენ, რომ ვარსკვლავთცვენა სამი – ოთხი იანვრის ღამემდე გაგრძელდება და შეგვიძლია მაშინ მაინც ავიხედოთ ცისკენ ნასმურევიდან გამოსვლის შემდეგ.
 
თუ ესეც არ გამოგვივიდა, წლის მეორე და უფრო საინტერესო სასუპერმთვარე ამოვა 31 იანვარსაც თავისი თანმხლები ვარსკვლავთცვენითურთ. – NASA-ს განცხადებით, 31 იანვრის მოვლენა განსაკუთრებული იქნება და სანახავად ნამდვილად ღირს.
 
 
ასტრონომები დასძენენ, რომ  წლის თითოეულ სუპერმთვარეს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა განსხვავებულ სახელებს უწოდებს, თუმცა, ყველაზე ხშირად, წლის პირველ სავსე მთვარეს მგლების მთვარეს უწოდებენ, რადგან არის მოსაზრება, რომ მგლები ყმუილის დროს მთვარეს უყურებენ და ყმუიან. . წელს ძაღლის წელია, თუ გნებვათ მგლისა, ყმუილი კი ამ კულტურების მიხედვით აუცილებლად ავისმომასწავებელი კი არ არის, არამედ მათ ენაზე ოდაა  მთვარისადმი. 

სიახლეები

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს...

სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო....

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა - სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო...