მთავარისიახლეებისამართალითურქეთში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია სამი ქართველი: გიორგი მაშია, მერაბ ფიფია და ვალერი...

თურქეთში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია სამი ქართველი: გიორგი მაშია, მერაბ ფიფია და ვალერი გვასალია

Published on

ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა ცოტა ხნის წინ  რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული სამი ქართველი საქმე.
დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიესაჯათ.
გამოცემა „მილიეტის“ ცნობით, უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსით მოძრაობისას გააჩერეს.  
მიკროავტობუსში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...