შპს “თაუნ პარკს“, რომელსაც ქალაქში პარკირების მოწყობა და ადგილობრივ ბიუეჯტში ყოველწლიურად 203 ათასი ლარის შეტანის ვალდებულება აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 6 თვის მანძილზე ბიუჯეტში ერთი თეთრი არ შეუტანია. საკრებულოს დეპუტატის ანა წითლიძის თქმით, კომპანიის ელექტრონულ აუქციონში გამარჯვება არის კრიმინალური გარიგება, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ.კომპანია „თაუნპარკს,2017 წლის ივნისში მერიის ბრძანების შესაბამისად ტერიტორიები ათწლიანი იჯარით გადაეცა. ფრაქციის მიერ გამოთხოვილ წერილში, რომელიც 27 დეკემბრით თარიღდება და რომელსაც ხელს აწერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ნათქვამია, რომ „თაუნპარკს“, რომელსაც ხელშეკრულების მიხედვით სამ თვეში ერთხელ 50 750 ლარის გადახდა დაეკისრა, არ შესრულებულა. წერილში იქვე განმარტებულია, რომ კომპანიას საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობისა და გადახდის თარიღის შესახებ ეცნობა, თუმცა არ არის მითითებული დრო და ვადები. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში დღეს ოფიციალური კომენტარზე უარი განაცხადეს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია. რაც შეეხება თაუნპარკს, კომპანიის ოფისი დაკეტილია, ხოლო მისი ხელმძღვანელი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...